1.
პროექტის
სახელი: „ მოგზაურები და აღმოჩენები“
2.
პროექტის
მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დიდი მოგზაურების,ექსპედიციების და მათი მნიშვნელობის
შესახებ. გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე და ძველ ქართველ გამოჩენილ მოგზაურებსა და მათი მოგზაურობების შესახებ. გაუჩნდებათ ინტერესი
მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ.
3.
პროექტის
სრული აღწერა: სახელმძღვანელოში მოცემული თემა, „ მოგზაურები და აღმოჩენები’ მოკლედ
მიმოიხილავს საკითხებს, რომელიც დიდ ინტერესს აღძრავს მოსწავლეებში და შესაძლებელია
ამ საკითხების გაშლა. ისინი გაეცნობიანგეგრაფიული
აღმოჩენების მნიშვნელოვან პერიოდებს, მოიძიებენ ინფორმაციებს გამოჩენილი მოგზაურების
და მკვლევარების: მარკო პოლოს, ფერნანდო მაგელანის სხვათა შესახებ, რომელთაც უდიდესი
დამსახურება მიუძღვით მსოფლიოს უცნობი ტერიტორიების, ქვეყნებისა და ხალხის შესწავლის
საქმეში. მოიძიებენ ინფორმაციას ძველი ქართველი
მოგზაურების ჩახრუხაძისა და რაფიელ დანიბეგაშვილის,
და თანამედროვე მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას შესახებ.
მოამძადებენ პრეზენტაციებს და დაამზადებენ კედლის გაზეთს მოძიებული მასალის საფუძველზე.
დაადგენენ გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზებს, ხელშემწყობ ფაქტორებსა და შედეგებს, სადაც
დატანილი იქნება მოგზაურობის მარშუტები და აღმოჩენილი მიწები აღწერენ ორიენტირების
იმ ხერხებს, რომელთაც გამოიყენებდნენ მოგზაურები და შეადგენენ თითოეულ მოგზაურზე პროექტის
ამსახველ მასალას
4.
მონაწილეთა
ასაკი: 9 – 10 წელი
5.
ვადები/ხანგრძლივობა:
3 კვირა
6.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური მუშაობა, პროექტზე მუშაობა,დამხმარე ლიტ-
ის მოძიება, პრეზენტაციები, დისკუსიების გამართვა,
კითხვარების შედგენა, ვიქტორინის მოწყობა, მოგზაურის მარშუტის ამსახველი რუკების, ნახატების,
სურათების გამოფენა, ფილმის ნახვა ცნობილ მოგზაურებზე, ბუკლეტების შექმნა, კედლის გაზეთზე
მუშაობა, სლაიდ- შოუს მომზადება.
7.
მოსალოდნელი
შედეგები : შეიძენენ დამატებით ლიტერატურაზე
მუშაობის, კვლევის პრეზენტაციის, დისკუსიის, ურთიერთთანამშრომლობის, კომპიუტერული ძიების,
ფოტო და ვიდეო მასალის მოძიების, რუკების შედგენისუნარ- ჩვევებს.
8.
პროდუქტი,
რაც შეიძლება შეიქმნას: კონტურულ რუკებზე დატანილი
მარშუტები, ფოტოები, ვიდეო მასალები, ბუკლეტები შესწავლილ მოგზაურებზე, კედლის გაზეთი,
სლაიდ - შოუ.
9.
სარგებელი
სხვებისათვის: მოსწავლეები იკვლევენ და ერთმანეთს
უზიარებენ ინფორმაციებს მოგზაურებსა და მათი ექსპედიციების შესახებ, გაეცნობიან თანატოლების
შემოქმედებას, გაუღვივდებათ ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, გაუჩნდებათ მეტის გაგების
სურვილი.
10.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი:
ბუნ.IV.8. მოსწავლე მსჯელობს დედამიწის ფორმაზე
ადარებს დედამიწის ფორმის შესახებ არსებულ
სხვადასხვა ხალხის ადრინდელ შეხედულებებს
აგროვებს ინფორმაციას მოგზაურებზე და
მსჯელობს მათ წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
კონტურულ რუკაზე გადააქვს გამოჩენილი
მოგზაურების მარშუტები.
11.
პროექტის ფასილიტატორი: შორენა კობახიძე
12.
ფასილიტატორის
ელ-ფოსტა: shorenakobaxidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий